სპეციალიზირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში. ფლობს საერთაშორისო გამოცდილებას: 2023–2024 სწავლობდა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ლივერპულის უნივერსიტეტში, როგორც ჰოდსონის სასტიპენდიო პროგრამის პირველი ქართველი გამარჯვებული, რომელიც სრულად დაფინანსდა.
🎓 განათლება და კვალიფიკაციები:
⦁ ლივერპულის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი (LL.M., სამართლის მაგისტრი), 2023–2024
⦁ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 2019
⦁ პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, 2019
⦁ სპეციალიზებული გამოცდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში, 2021
⦁ 2025 – მედიატორობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოცდა
⚖️ პროფესიული გამოცდილება:
⦁ ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, დამატებითი სპეციალიზაცია: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო)
⦁ პასუხისმგებელი საპროცესო დოკუმენტების მომზადებაზე, ხელშეკრულებებისა და კორპორატიული დოკუმენტების შედგენაზე
⦁ კლიენტის ინტერესების დაცვა სასამართლო და სხვა უწყებებში, საჯარო სერვისებთან ურთიერთობა
⦁ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ლექციების ჩატარება, სასწავლო მასალების მომზადება და შესაბამისი გამოცდების მართვა
მისი საქმიანობა ეფუძნება მაღალი სტანდარტის სამართლებრივ პრაქტიკასა და მუდმივ პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო გამოცდილების ჩათვლით.